უკან

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2018 12:15
font-size

მიხეილ სააკაშვილის როლი გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში უმთავრესია - ლინკოლნ მიტჩელი

ამერიკელი მკვლევარის, ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევნებში დამარცხებაში ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლი უმთავრესია. როგორც მიტჩელმა „კვირის პალიტრას“ ინტერვიუში განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავსატეხია, სწორედ მისი მწარდამჭერების წყალობით „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს მეორე მსხვილი პოლიტიკური ძალის სტატუსს.

„გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ ცნოს არჩევნების შედეგები, გასაკვირი არ არის. ისინი საარჩევნო პროცესის დროს აცხადებდნენ, რომ დამარცხების შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცეოდნენ, თუმცა, მათი უფლებაა, მშვიდობიანად გააპროტესტონ შედეგი და არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადონ, რაც სურთ.

იმედი მაქვს, აქციები მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვეჭვობ, მასშტაბური იყოს, რადგან ქართველების უმრავლესობამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად გამარჯვებულია. მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდოს საზოგადოებას, თუმცა ამ მოწოდებების შედეგს არ ველი. მას საქართველოში დღემდე ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა ის ჯგუფი, რომელიც მას ეწინააღმდეგება, გაცილებით დიდია. ეს არის მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის დამარცხების და მის დამარცხებაში სააკაშვილის როლი უმთავრესია. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ის თავსატეხია, თუმცა მისი მხარდამჭერების წყალობით "ნაცმოძრაობა" ქვეყანაში კვლავ მეორე მსხვილ პოლიტიკურ ძალად რჩება.

სწორედ ამიტომ გავიდა ვაშაძე მეორე ტურში და იოლად დაამარცხა ოპოზიციის სხვა კანდიდატები. მაგრამ სააკაშვილთან ასოცირება ზღუდავს "ნაციონალების" შესაძლებლობას, გასცდნენ ამ ბაზისს, რადგან საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მძიმე ფაქტად მიიჩნევს. სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდა და მესამე ძალის გამოჩენას შეუწყობდა ხელს, თუმცა მისი ეგო და მცდარი რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, ამას შეუძლებელს ხდის“, - განაცხადა ამერიკელმა მკვლევარმა.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ