უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 ნოემბერი, 2017 10:55
font-size

მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის მიმართ „ეროვნული იმპიჩმენტის“ პროცედურის ამოქმედება არ გამორიცხა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ 3 დეკემბერს დააყენებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ „ეროვნული იმპიჩმენტის“ პროცედურას.

ამის შესახებ მან უკრაინის უმაღლეს რადასთან გამართულ მიტინგზე თქვა, სადაც შეკრებილებმა მოითხოვეს დეპუტატობის ხელშეუხებლობის გაუქმება, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა.

„თუ ისინი [ხელისუფლება] გააგრძელებს ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას... , მაშინ გთავაზობთ 3 დეკებერს დავიწყოთ ეროვნული იმპიჩმენტის პროცესი. დაე, ხალხმა ქნას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რას წარმოადგენს ეს პროცედურა, მას არ დაუკონკრეტებია.

მან ასევე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, შეიკრიბონ 12 ნოემბერს მიხაილოვის მოედანზე და მოაწყონ მარში ანტიკორუფციული სასამართლოს კანონის შემოღებისა და იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მარშში მიიღებს მონაწილეობას ცოლთან და შვილთან ერთად.

უკრაინის კონსტიტუციით, უკრაინის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება შესაძლებელია, თუკი მას გამოიჭერენ სახელმწიფო ღალატში ან სხვა დანაშაულში. პროცედურა მოითხოვს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის დასკვნას განიხილავენ უმაღლესი რადას სხდომაზე. შემდგომ პრეზიდენტისთვის ბრალის წასაყენებლად 226 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, ხოლო მერე 300-მა დეპუტატმა უნდა მისცეს ხმა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. კენჭისყრამდე რადას დეპუტატებმა უნდა მიიღონ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, სადაც იქნება მითითებული, ჩაიდინა თუ არა ქვეყნის პირველმა პირმა დანაშაული.

ანა მებურიშვილი

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერი

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

14 თებერვალი, 2019 , 11:35

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd &l

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახე იტალიური მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით „პირველი არხი“ იტყობინება. 21 წლის მამაკაცი კა

ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა

9 თებერვალი, 2019 , 17:13

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდის შტატებში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლებ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია

8 თებერვალი, 2019 , 14:45

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უ

საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეა ტომპსონი

8 თებერვალი, 2019 , 13:05

„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა. განცხადება ტომპსონმა, თავისი ოფი