უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 ოქტომბერი, 2017 21:44
font-size

მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის გადარჩენის 4 წინაპირობა წაუყენა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 4 პირობა წაუყენა, რათა უკრაინა სოციალურ-ეკონომიკური უფსკრულიდან გამოიყვანოს. ამის შესახებ სააკაშვილმა Украинская Правда-ის სვეტში დაწერა.

მოთხოვნებში შედის კორუფციასთან ბრძოლა, პოროშენკოს მიერ საკუთარი ბიზნესის გაყიდვა, საარჩევნო რეფორმის გატარება და კომუნალური გადასახადების გაზრდაზე მორატორიუმის დაწესება.

სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ურჩია, პოლიტიკას ჩამოაშოროს საკუთარი ბიზნესპარტნიორები.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ - კორუფციასთან ბრძოლა დაიწყოთ. იმისათვის, რომ არავინ დაგადანაშაულოთ ამ ინსტრუმენტების გამოყენებაში პოლიტიკური ოპონენტებისა და ბიზნესკონკურენტების გასანადგურებლად, დაიწყეთ თქვენ გარემოცვით. თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოიშოროთ პოლიტიკური პროცესებიდან თქვენი ბიზნესპარტნიორები: სვინარცუკ-გლადკოვსკი, ახმეტოვი, მედვედჩუკი, ბერეზენკო“,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილის თქმით, ეს ხელს შეუწყობს, რომ კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები უფრო სამართლიანად გამოიძიონ.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა პეტრო პოროშენკოს წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა.

„უნდა შეასრულოთ დაპირება, რომელიც ხალხს მიეცით, როცა სთხოვდით, მხარი დაეჭირათ თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის. დაიწყეთ მთელი თქვენი ბიზნესის ღია და საჯარო გაყიდვა“,- დაწერა სააკაშვილმა.

სააკაშვილის მტკიცებით, პოროშენკო მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით 100-ზე მეტ საწარმოს ფლობს. საქართველოს ყოფილმა პირველმა პირმა მოუწოდა პოროშენკოს, ბიზნესაქტივები არა ნათესავებს, არამედ მესამე პირებს მიჰყიდოს.

„უნდა აირჩიოთ -ან ბიზნესი, ან სახელმწიფოს მართვა. გარდა ამისა, თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი ოფშორული კომპანიების ლიკვიდირება, რომლებიც თქვენ გეკუთვნით, მაგრამ დეკლარაციაში მითითებული არაა. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, თავი აარიდოს გადასახადების გადახდას და ამავე დროს ითხოვდეს კანონმორჩილებას მოქალაქეებისგან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე დააყენა ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღებისა და უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლების საკითხები. მისი თქმით, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.

თუკი უმაღლესი რადა არ იქნება თანახმა საარჩევნო რეფორმებზე, მან ურჩია პოროშენკოს, პარლამენტი დაითხოვოს.

ოდესის ექს-გუბერნატორმა მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტისგან, მოსახლეობას უფრო ხელმისაწვდომი კომუნალური გადასახადი დაუწესოს.
„მეოთხე. უკრაინის მოქალაქეებმა არ უნდა ელოდონ სიცივეებს, როგორც სამყაროს აღსასრულს. კომუნალური მომსახურების გადასახადები ხელმწისაწვდომი გახადეთ. თქვენ უნდა შეიტანოთ წლიური მორატორიუმი ტარიფების გაზრდაზე, უნდა მოახდინოთ "Роттердам+"-ის კორუფციული სქემის ლიკვიდირება და გაანადგუროთ გაზის მაფია“, - დაწერა სააკაშვილმა.

სააკაშვილის მტკიცებით, ამ 4 პირობის შესრულებით დაიწყება ქვეყნის გაჯანსაღების პროცესი. მან გააფრთხილა პოროშენკო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

„გადადგომა შეიძლება გახდეს საუკეთესი საშუალება ქვეყნისა და თქვენი რეპუტაციის გადასარჩენად“, - ურჩია სააკაშვილმა პოროშენკოს.

მოვუწოდებთ რუსეთს, რომ თავიანთი ძალები თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს - იენს სტოლტენბერგი

21 ივლისი, 2018 , 10:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18-20 ივლისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. იენს სტოლტენბე

თურქეთში თარხან ბათირაშვილის მეუღლე სედა დუდურკევა დააკავეს

20 ივლისი, 2018 , 14:05

თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის მეუღლე სედა დუდურკევა დააკავეს. თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, სედა დუდურკაევა და

თუ რუსეთთან ურთიერთობას ვერ დავალაგებ, პუტინის ყველაზე საშინელი მტერი ვიქნები - დონალდ ტრამპი

20 ივლისი, 2018 , 12:45

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაპირდა, რომ თუ რუსეთთან ის ურთიერთობებს ვერ მოაგვარებს, ის ვლადიმერ პუტინის „ყველაზე საშინელი მტერი“ გახდება. ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუში თქვა. ტრამპის

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში დაპატიჟა

20 ივლისი, 2018 , 11:45

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. &b

ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების სამეფო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება

19 ივლისი, 2018 , 17:10

ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. - ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტოს ვ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვევა

19 ივლისი, 2018 , 16:00

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. ინფორმაცია პირველ არხს თბილისში რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. პირველი არხი დ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან