მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს მკვლელობა იგეგმება - უკრაინელი ჟურნალისტი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა იგეგმება. ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვედრზე უკრაინული ტელეარხ ATR-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აიდერ მუჟდაბაევმა დაწერა.
წყაროსგან მიღებული ინფორმაციით, სააკაშვილის მოკვლას რუსული ГРУ-ის აგენტები 17 ოქტომბერს შეეცდებიან.
„მიხეილ სააკაშვილს მკვლელობა ემუქრება, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს. მას უთვალთვალებენ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ-ის) აგენტები და მოსკოვის ბრძანების შემთხვევაში, ისინი საკუთარ საქმეს გააკეთებენ. გასცემენ თუ არა ბრძანებას, საკითხავია, მაგრამ თუ გასცემენ, მაშინ შეეცდებიან, პასუხისმგებლობა დააკისრონ მთლიანად უკრაინულ ხელისუფლებასა და ირიბად - პრეზიდენტ პოროშენკოს. ჩვენი პრეზიდენტის ადგილას ვიზრუნებდი სააკაშვილის სრულ უსაფრთხოებაზე.
პ.ს. წყაროს ნუ მეკითხებით არც პირადში, არანაირად. მაგრამ ის ჩემს ნდობას იწვევს. მე ჟურნალისტი ვარ და ეთიკა ვიცი. ეს გამორიცხულია“, - დაწერა აიდერ მუჟდაბაევმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დავაფასე კოლუმბიის პრეზიდენტის ზარი და ტონი და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში - დონალდ ტრამპი
8 იანვარი, 2026 , 11:35
ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - მედია
6 იანვარი, 2026 , 12:31
ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები - დონალდ ტრამპი
6 იანვარი, 2026 , 10:39
მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა
6 იანვარი, 2026 , 09:00
ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ევროკავშირი
5 იანვარი, 2026 , 14:56
კოლუმბიაც ძალიან ავადაა, მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის, დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას - დონალდ ტრამპი
5 იანვარი, 2026 , 09:20


