მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ლტოლვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ აცნობა.
„ახალი ამბავი გვაქვს. თუკი მანამდე ვაცხადებდი, რომ მას [სააკაშვილს] აქვს სტატუსი, რომელიც გამორიცხავს მისი დეპორტაციისა და ესტრადირების ნებისმიერ ფორმას, ახლა სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა, სადაც მან განცხადება შეიტანა, უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე. ბატონი სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, სასამართლოს არ მიმართა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. შესაბამისად ახლა ის აპატრიდია ყოველგვარი სპეციალური გარემოებების გარეშე, რომლებიც გამორიცხავდნენ მის დეპორტაციასა ან ექსტრადირებას. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ეს ზუსტად იცის“, -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
11 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

