უკან

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2018 13:45
font-size

მიმდინარე წელს არანაკლებ 20 ობიექტის დახურვას ვვარაუდობთ, სადაც 350 დევნილი ოჯახი ცხოვრობს - გრიგოლ გიორგაძე

სიცოცხლისთვის შეუსაბამო და საშიში პირობების გამო წელს დაახლოებით 20 ობიექტი დაიხურება, სადაც 350 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

მარტო 2017 წელს დაიხურა 32 ობიექტი, სადაც 449 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.

„რეკომენდაცია ეხებოდა დევნილთა კომპაქტური დასახლების ობიექტების მდგრადობის შეფასებას ექსპერტიზის მიერ. ეს რეკომენდაცია შესრულდა. ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ შეფასებას ახალი ობიექტების და ასევე ძველი დასკვნების გადაფასებასაც. გასულ წელს განხორციელდა 41 ობიექტზე ტექნიკური მდგომარეობის (მდგრადობა) შეფასება და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. 2017 წლის პერიოდში დაიხურა 32 ნგრევადი და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი, რაც წარმოადგენს 449 დევნილ ოჯახს. 2018 წლის განმავლობაშიც გრძელდება ეს მიდგომა. იცით, რომ ნორმატიულად ჩვენ კრიტერიუმების გარეშე გაგვყავს ობიექტებიდან დევნილი ოჯახები, სადაც ექსპერტიზის შეფასებით, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ჩვენ მიმდინარე წელს არანაკლებ 20 ობიექტის დახურვას ვვარაუდობთ, სადაც 350 დევნილი ოჯახია და შესაბამისად, კრიტერიუმების გარეშე მოხდება მათი გრძელვადიანი განსახლება. ასევე 50 ობიექტის შეფასება მოხდება“, - განაცხადა გიორგაძემ პარლამენტში.

ანა მებურიშვილი

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ