არქივი
პოლიტიკა
მინდა, პირადად ბატონ მაიკ პენსსა და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსაა და აშშ-ის მთავრობის ადმინისტარციას მადლობა გადაუხადა საქართველოს მკაფიო და ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პენსმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის საქმიანობა.
„მინდა, პირადად ბატონ მაიკ პენსსა და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს.
კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხისა და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვიცე-პრეზიდენტსა და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენ მიერ გამოცხადებული სამი მთავარი პრიორიტეტი - უსაფრთხოება და სტაბილურობა; რა თქმა უნდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის ასე პოზიტიურად შეფასებული. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი, მკაფიო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოსი ორდღიანი ( 31 ივლისი- 1 აგვისტო) ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

