უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 დეკემბერი, 2018 11:35
font-size

მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება, ხოლო დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისთვის გადასახადები გაუქმდება - ემანუელ მაკრონი უკან იხევს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაპირდა მოსახლეობას, რომ 2019 წლიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება 100 ევროთი გაიზრდება, ხოლო დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისთვის გადასახადები გაუქმდება.

სატელევიზიო გამოსვლისას მაკრონმა დაგმო ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ძალადობა, თუმცა აღნიშნა, რომ ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის სიბრაზე „იყო ღრმა და მრავალმხრივ სამართლიანი“.

მაკრონის გადაწყვეტილებით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.

თუმცა, მაკრონმა უარი თქვა სიმდიდრეზე გადასახადის დაწესებაზე, რასაც დემონსტრანტები ითხოვდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს ჩვენ დაგვასუსტებს, ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილების შექმნა“.

გუშინ მაკრონი პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილა.

საფრანგეთის პრეზიდენტს უკან დახევა მოუწია ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ოთხკვირიანი პროტესტის გამო. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავის ფასის დაგეგმილი გაზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ, შემდგომ პროტესტი ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა.

ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის გამო საფრანგეთის მთავრობას მოუწია ბიუჯეტის პროექტიდან საწვავის ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების ამოღება.

ბოლო მასშტაბურ აქციაზე 136 000-მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციასთან შეტაკებისას 118 ადამიანი დაშავდა, ხოლო 1200 დააკავეს.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo