პოლიტიკა
მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღესვე შეუდგებიან
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს უფლებამოსილებები შეუწყდათ.
გარდა ამისა, პრემიერმა ბრძანება გასცა მინისტრების გათავისუფლებისა და უწყებების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რადგან ის დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად. მას უნარჩუნდება პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ახალი ფინანსთა მინისტრი გახდა მამუკა ბახტაძე.
პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გიორგი მღებრიშვილი, აღნიშნული უწყება ჩააიბარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელსაც ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა. შესაბამისად, სხვა ბრძანებებთან ერთად საქართველოს მთავრობის ვებგერდზე ასევე გამოქვეყნებულია გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებაც.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

