სამართალი
მირზა სუბელიანთან ვანო მერაბიშვილზე საუბარი არასოდეს არ მქონია - ირაკლი შოთაძე
ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არასდროს არ უსაუბრია პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან ვანო მერაბიშვილზე.
ამის შესახებ შოთაძეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ ჰკითხა.
„თქვენ როცა ამ საქმეს იძიებდით, საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდით, გქონდათ თუ არა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსთან, ბატონ სუბელიანთან, რომელიც მაშინ უკვე თქვენი თანამშრომელი იყო. შეხვდით თუ არ მას და ესაუბრეთ თუ არა მერაბიშვილის საქმეზე“, – ჰკითხა კახიძემ შოთაძეს.
ამაზე შოთაძემ უპასუხა: „რაზე უნდა მესაუბრა? მე როგორც მახსოვს, ამ საკითხზე მირზა სუბელიანთან საუბარი არასოდეს არ მქონია“.
შოთაძის თქმით, მაშინ როდესაც 2013 წელს, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან მისი გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა, მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი თქმით, მერაბიშვილის განცხადებაზე შიდა მოკვლევა ჩაატარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, სადაც გენინსპექციის უფროსი იყო მირზა სუბელიანი.
როგორც შოთაძემ ოთარ კახიძის კითხვის პასუხად აღნიშნა, მისი ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მთავარ პროკურატურაში სამუშაოდ 2014 წელს გადავიდა. შოთაძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვისი რეკომენდაციით დაიწყო პროკურატურაში მუშაობა სუბელიანმა.
კახიძემ კომისიის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მიმართა, რომ შიდა მოკვლევით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვული ციხიდან გაიყვანეს.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ივანე მერაბიშვილის გარკვეული უფლებების დარღვევის ფაქტი, რაც შემდგომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჩივრდა“, – განაცხადა შოთაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


