მსოფლიო
მისია შესრულებულია - დონალდ ტრამპი სირიაზე განხორციელებული იერიშით კმაყოფილია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოალიციური ძალების მიერ სირიის მთავრობის ობიექტებზე განხორციელებული იერიში მოიწონა და მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.
„შესანიშნავად შესრულებული იერიში იყო წინა ღამეს. მადლობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მათი სიბრძნისა და მათი შესანიშნავი სამხედროების ძალისთვის. ამაზე უკეთესი შედეგი არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მისია შესრულებულია!“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რაიმე მონაწილეობას უარყოფს.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

