უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
21 ოქტომბერი, 2017 15:55
მივეცი ხმა, ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა, ენერგო მაფიოზთა, კორუმპირებულთა თარეშს - გიორგი გუგავა
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ ხმა #92-ე საარჩევნო უბანზე მისცა. გიორგი გუგავა საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
როგორც გუგავამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა ქვეყანაში სოციალურ თანასწორობას და კეთილდღეობას.
„მე მივეცი ხმა, ვინც მოვა და აღკვეთს ოლიგარქთა, ენერგო მაფიოზთა, კორუმპირებულთა თარეშს და იქნება ხალხის ქომაგი. ვინც გაითავისებს ამ ქალაქის ტკივილს, იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე, დაამყარებს სოციალურ სამართლიანობას და დაუბრუნებს ხალხს წართმეულ ქონებას.
დღეს არის ის დღე, როდესაც მთლიანად ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში. ხალხმა უნდა განსაზღვროს ამ ქალაქის, ამ ქვეყნის მომავალი“-განაცხადა გიორგი გუგავამ.
ნინო ექვთიმიშვილი