სამართალი


მნიშვნელოვანია,რომ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების კონკურსი რამდენიმე პრინციპს ითვალისწინებდეს - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი ითვალისიწნებდეს ევროსაბჭოს რამდენიმე პრინციპს.
როგორც დოლიძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ესენია პროცესის საჯაროობა; სამართლიანი პროცესი ყველას მიმართ; პროცესი უნდა იყოს არადისკრიმინაციული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესი ითვალისწინებდეს რამდენიმე პრინციპს, რომელიც მოდის ისევ ევროსაბჭოდან: პროცესის საჯაროობა, ის რომ პროცესი იყოს სამართლიანი ყველას მიმართ, ის რომ პროცესი იყოს არადისკრიმინაციული რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ. მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისწავლოთ იმ გაკვეთილისგან, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა შერჩევის პროცესის დროს“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.
გუშინ, იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოდან მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი კვლავ გამოაცხადა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას ინგლისურს ან ფრანგულს; ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
საბუთებისა და განაცხადების მიღება 2017 წლის 14 მარტამდე გაგრძელდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პროკურატურამ დააკავა სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს 2 161 806,52 ლარი გადარიცხა და რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო
12 სექტემბერი, 2025 , 20:05

კახა კალაძე საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
12 სექტემბერი, 2025 , 17:15
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
12 სექტემბერი, 2025 , 15:07
პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
12 სექტემბერი, 2025 , 14:53
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი - შსს
12 სექტემბერი, 2025 , 11:51

8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან ორი პირი გათავისუფლდა, საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა - შსს
12 სექტემბერი, 2025 , 11:42