უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ოქტომბერი, 2018 17:48
font-size

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება დღეიდან სოციალური მომსახურების სააგენტოებში იქნება შესაძლებელი

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოებში იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განმარტებით, რეგულაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ცვლილებების მიხედვით, ყველა კომპანიამ საკუთარი საქმიანობა უნდა დაარეგისტრიროს, მაქსიმალურად დაიცვას დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

„2018 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებლებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას მძიმე, მავნე, საშიშპირობებიან სექტორში, გაუჩნდათ ვალდებულება დამატებით რეგისტრაციის.

15 ნოემბრამდე შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ არ გაიარეს რეგისტრაცია მიმართონ როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციისათვის, თუ როგორ და სად დარეგისტრირდნენ და აქვს თუ არა რეგისტრაციის ვალდებულება - ინფორმაციის მიღება. ასევე შეუძლიათ ცხელ ხაზზე მიიღონ ეს ინფორმაცია. მოვუწოდებ ყველას, ვინც მძიმე, მავნე, საშიშპირობებიან სამუშაოს აწარმოებს, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს, და გაიარონ კონსულტაცია მათთან და შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე