უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 ნოემბერი, 2018 14:30
font-size

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ზვიად კუპრავას საქმის განხილვას ჩამოშორდა

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დააკმაყოფილა ზვიად კუპრავასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა და საქმის განხილვას ჩამოშორდა.

საუბარია 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე პროცესზე, სადაც ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს.

დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ბრალდებულთან მიმართებაში ვერ იქნებოდა ობიექტური, „რადგან 2016 წელს სწორედ აღნიშნული მოსამართლის საწინააღმდეგოდ მან საქალაქო სასამართლოსთან გამართა აქცია და დაადანაშაულა მევახშეობაში.

„სასამართლოსთან ჩატარებულ აქციაზე გამოუთქვამს გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ბრალდებები ჩემს მიმართ. როგორც თვითონ ამბობენ, თურმე მე ბინებს ვაქირავებ და ამ შემოსავლით ვცხოვრობ. სამეწარმეო საქმიანობას მე არ ვახორციელებ. ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, თუმცა იმის გამო, რომ კუპრავას, მის ადვოკატებს და მხარდამჭერებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოსამართლე ამ ცილისწამებლური განცხადებების გამო არის განაწყენებული, მე ამ საქმეს უნდა ჩამოვცილდე", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

შემდეგი სხდომის თარიღი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერება.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი