უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 მაისი, 2018 15:30
font-size

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმიდან მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმიდან მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესში, თითქოს მხარეთა შეუთანხმებლობის გარეშე სვამდა კითხვას. თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემ კითხვას. დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა, მოსამართლე გაგიჟებულიაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი. ამას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ, რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა, მე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი. ადვოკატს ალბათ მისამართი აერია. მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა პროცესზე მოხდა და აერია ბატონ ადვოკატს. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სხდომაზე საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დააყენა. მისი თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, რაც წინა პროცესზე გამოჩნდა. ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ მოსამართლე მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში.

დღევანდელ პროცესზე საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა უნდა დაიკითხოს. აღნიშნული მოწმის დაკითხვა უკვე მესამე პროცესია მიმდინარეობს. ვეკუამ ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრადლებით წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვა ედებათ ბრალად.

ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა

18 ოქტომბერი, 2018 , 17:30

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა. „კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა

სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18 ოქტომბერი, 2018 , 17:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებული მ. ს. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიც

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა

18 ოქტომბერი, 2018 , 14:45

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ., ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. 

ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულები „ციტრამონსა“ და „პარაცეტამოლს“ ჰყიდდნენ, ტყუილია- მთვარი პროკურატურა

18 ოქტომბერი, 2018 , 14:45

ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ „ციტრამონს“ და „პარაცეტამოლს“, არის ტ

ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ” - გიორგი ვაშაძე

18 ოქტომბერი, 2018 , 14:45

ეს ხალხი არაფერს გამოიძიებს. ვხედავთ, რომ გამოძიების სანაცვლოდ, აბსურდის თეატრს დგამენ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ფარულ ჩანაწერ

უზენაესი სასამართლო ხვალ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე იმსჯელებს

18 ოქტომბერი, 2018 , 13:45

უზენაესი სასამართლო ხვალ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. იურისტების თქმით, შემთხვევა, 2015 წლის 8 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`