სამართალი
მოსამართლე ლირიკოსი შემხვდა - ზვიად რატიანი
„მოსამართლე ლირიკოსი შემხვდა“, - ასე შეაფასა პოეტმა ზვიად რატიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც მას ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაუკისრა.
რატიანის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ადვოკატების საშუალებით.
„კანონით როგორც რეგულირდება, რაღაც სასჯელი მეკუთვნის. მაგრამ ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ გამოტანილი სასჯელი აცდენილია იმისგან, რაც შეიძლება სასამართლოს დაედგინა. რომ დატოვონ ეს ჯარიმა ძალაში, მომიწევს მისი გადახდა“, - თქვა პოეტმა.
მან აღნიშნა, რომ არ დაუმალავს სასამართლოში, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.
მოსამართლემ რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დაღვევაში, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას.
ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. პატრულის თანამშრომლების ნაამბობიდან გამომდინარე, პოეტი ნასვამი იყო და სამართალდამცველებს აგინებდა, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


