კომენტარი
მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო ჩვენი ოპონენტებისკენაა გადახრილი - მამუკა მდინარაძე
ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონსენსუსის მიღწევის პროცესში მხოლოდ ხელისუფლების როლზე არ არის საუბარი და მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო მათკენაა გადახრილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„მისი მხრიდან იყო ხაზგასმა, რომ კონსტიტუციური პროექტი კარგია, რომ ეს პროექტი მიღებული უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და ყველა მხარე კონსტრუქციული უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ჩვენს მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენივე სუბიექტური ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღებასაც გაუსვა ხაზი.
შესაბამისად, ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონსენსუსის მიღწევის პროცესში მხოლოდ ხელისუფლების როლზე არ არის საუბარი, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო მათკენაა გადახრილი. საბოლოო მიზანი კი პროგრესული კონსტიტუციის მიღებაა და არა პროცესის ჩაშლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


