უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მარტი, 2017 18:20
font-size

მოწმემ დაადასტურა, რომ ,,ომეგა ჯგუფის’’ საკონტროლო პაკეტის დათმობით დაინტერესებულნი იყვნენ იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ბესარიონ კეიდია დაიკითხა, რომელიც უშუალო მომსწრე იყო იმ პროცესის, რომლის დროსაც ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს საკონტროლო პაკეტის დათმობას სთხოვდნენ.

მოწმის თქმით, ზაზა ოქუაშვილი მან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დააკავშირა, რომელიც როგორც თავად ამბობს, მისი ბიზნესპარტნიორი და ახლო მეგობარი იყო.

ბესარიონ კეიდიას ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ, ვანო ჩხარტიშვილი და დავით ბეჟუაშვილი, ბადრი პატარკაციშვილმა ზაზა ოქუაშვილს გააცნო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შეეტანა 4 მილიონი და ასევე გაჩერებულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას’’ მუშაობა. მოწმის თქმითვე, პრეზიდენტის მიერ დასახელებული თანხის გადახდას მას ბადრი პატარკაციშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ბეჟუაშვილი და თავად დაპირდნენ, სანაცვლოდ კი, ითხოვდნენ ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიების 51%-ს.

მოწმის განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ შეთანხმება აღარ შედგა, რადგან როგორც ის ამბობს, ,,ზაზა ოქუაშვილი ფეხს ითრევდა და ამბობდა, ქონებას მართმევენ, მაყაჩაღებენო.’’

როგორც კეიდია იხსენებს, მისი შუამავლობით ბადრი პატარკაციშვილმა ზაზა ოქუაშვილს შეუთვალა, რომ თუ კომპანიების წილებს არ დათმობდა, მას დაიჭერდნენ. მოწმის თქმით, ჩუბინაშვილზე გამართულ შეხევდრაზე, რომელსაც ზაზა ოქუაშვილის მეგობარი, ირაკლი ბათიაშვილი და ნოტარიუსი ნუნუ გინტურიც ესწრებოდნენ, მან ,,ომეგა ჯგუფის’’ ხელმძღვანელს გადასცა პატარკაციშვილის დანაბარები, რომელშიც საუბარი უკვე არა 51 %-ის, არამედ 65%-ის სასწრაფოდ დათმობაზე იყო. კეიდია ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ ვისზე უნდა მომხდარიყო საბოლოოდ ,,ომეგა ჯგუფის’’ წილების გადაფორმება.
,,კონკრეტულად ვინ ითხოვდა, არ ვიცი, მაგრამ მთავრობიდან, რომ მოდიოდა ეს მოთხოვნა, ვიცი და სააკაშვილს რომ შეხვდა ბადრი, ეგეც ვიცი. ზაზა კვლავ უარზე იყო. მე ვუთხარი, შენი საქმის შენ იცითქო და ამ შეხვედრის შემდეგ, ზაზა აღარ მინახავს’’, - აღნიშნა ბესარიონ კეიდიამ.

მისივე ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩნოსნებთან და მას ხშირად სტუმრობდნენ თავად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, მოწმემ დაადასტურა, რომ ,,ომეგა ჯგუფის’’ საკონტროლო პაკეტით დაინტერესებულნი იყვნენ იმჟამიდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

,,ბესარიონ კეიდია იყო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილი იყო იმდროინდელ ხელისუფლებასთან დაახლოევებული ბიზნესმენი. სწორედ ბადრი პატარკაციშვილმა, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ვგულისხმობ ,,ვარდების რევოლუციას,’’ შეუთვალა ზაზა ოქუაშვილს შეხვედრა, რომელზეც ბესარიონ კეიდია წარმოადგენდა ბადრი პატარკაციშვილს. შეხვედრაზე მან მოსთხოვა ზაზა ოქუაშვილს, იმისათვის რომ ხელისუფლებასთან პრობლემები არ შექმნოდა მას და მის ბიზნესს, ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა შეეტანა რამდენიმე მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტში და იბერია ტვ-ს უნდა შეეწყვიტა არსებობა.

ბესარიონ კეიდიამ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ მოთხოვნა მომდინარეობდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მოწმემ დაადასტურა, რომ იბერია ტვ-ს ლიცენზიის შეწყვეტით და ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიების საკონტროლო პაკეტის დათმობით დაინტერესებულნი იყვნენ იმდროინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები’’, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 21 აპრილის 14:30 საათისთვის ჩაინიშნა.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ