უკან

პოლიტიკა

19 ნოემბერი, 2018 15:15
font-size

მოვიგებთ მეორე ტურში, იმიტომ, რომ ამ ხალხს მართლა სჯერა ჩვენი - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვარკეთილში ამომრჩევლებს შეხვდა. მისი განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კოალიციური მთავრობის პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება, ასევე პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარამდე, პოლიციელების ხელფასი კი 2000 ლარს გაუტოლდება.

ვაშაძის თქმით, უსამართლო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი გამოცხადდება.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ 28 უბანი მოიგო ვარკეთილში. ყველა ეს უბანი მოვიგეთ იმიტომ, რომ ადამიანებს დღეს აინტერესებს და იმედი აქვთ ერთადერთის - ცვლილებების, გინდა იყოს ეს ეკონომიკური, გინდა იყოს პოლიტიკური. იპოთეკის შემცირება, ამ არასამართლიანი კრედიტების უღელის მოხსნა, პოლიტიკური რეფორმების, რომელიც ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას აღარ დაუშვებს საქართველოში არასოდეს. ამიტომ მოვიგეთ ეს უბნები და მოვიგებთ მეორე ტურში, იმიტომ, რომ ამ ხალხს მართლა სჯერა ჩვენი და იციან, რომ ისევე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც ვპირდებით“, -თქვა ვაშაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ