უკან
უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
3 დეკემბერი, 2018 15:45
მოვითხოვ იმის დადასტურებას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთმა ჩამოართვა მოქალაქეობა - გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)
აუცილებლად მოვითხოვ საფრანგეთის საელჩოსგან იმის დადასტურებას, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთმა ჩამოართვა საფრანგეთის მოქალაქეობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გადაცემაში "დღის ამბები", სადაც მარგველაშვილ-ზურაბიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი კი თქვა, მაგრამ დაუკმაყოფილა თუ არა ქვეყანამ მას მოთხოვნა, ეს ცნობილი არ არის. ვაშაძე ამბობს, რომ დადასტურებას საფრანგეთის საელჩოსგან მოითხოვს.