სამართალი
მოვითხოვთ, დეკემბრის ბოლოსთვის თბილისის პროკურატურამ დაასრულოს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე - მაჩალიკაშვილების ადვოკატი
„მოვითხოვთ, შეიქმნას სპეციალური კომისია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კომისიის მიერ იყოს გარჩეული. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოთხოვნა. გვსურს, ყველა მტკიცებულება გაიხსნას და მერე მოხდეს მასზე მსჯელობა“, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული პრესკონფერენციით კუბლაშვილი კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. კუბლაშვილმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის წლისთავზე ამ საქმის დასრულება მოითხოვა.
„თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღიდან, ზუსტად ერთი თვის თავზე, 26 დეკემბრის გამთენიისას, მისი ლიკვიდაცია მოხდა, ეს არის უმძიმესი პერიოდი, მოვითხოვთ, ამ პერიოდისთვის თბილისის პროკურატურამ დაასრულოს გამოძიება, მიიღონ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ეს არის გახმაურებული დანაშაული, მოვითხოვთ, პასუხი გაეცეს კითხვებს, მოხდა თუ არა, სპეცრაზმელის მიერ მისი უფლებამოსილების გადამეტება, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს, ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და გვითხრან, პირდაპირ გამოაცხადონ, რომ დანაშაული არ მომხდარა.
ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, ერთი წლის თავზე მოვითხოვოთ თემირლან მაჩაკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. დღეს თუ ხვალ, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს ადამიანის სიცოცხლის უხეში ხელყოფისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის, მისი ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის“, - თქვა კუბლაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

