უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აგვისტო, 2018 11:10
font-size

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ჯარები დაუბრუნდეს საწყის პოზიციას - ელიზაბეთ რუდი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა მოუწოდა რუსეთს, დაემორჩილოს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკან წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ჯარები დაუბრუნდეს საწყის პოზიციას.

რუდის თქმით, აშშ-ის პოზიცია არის მკაფიო და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს არის ომი, რომელმაც ათასობით ადამიანი სახლის გარეშე დატოვა და დღესაც ბევრი მათგანი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. ადამიანებს არ აქვთ საშუალება მოინახულონ ახლობლების საფლავები და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

აშშ-ის პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვმუშაობთ ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოხდეს ამ კონფლიქტის გადაჭრა და მოგვარება.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ გაუმჯობესდეს აქ მცხოვრები ადამიანების ეკონომიური მდგომარეობა.

განსაკუთრებით გვინდა, გამოვყოთ კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ქალების როლი.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ჯარები დაუბრუნდეს საწყის პოზიციას“, – განაცხადა რუდმა.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ