სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს.
კომისიის წევრ, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ამ სამი არასრულწლოვნიდან ორი გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს.
„დღეს კომისიაზე კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოვკითხავთ, რომლებიც ამ ჩხუბის შემსწრე არიან და შესაძლებელია 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები იცოდნენ.
სამწუხაროდ, ამ სამი არასრულწლოვნიდან ორი გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს. ვგულისხმობ მკვლელობის ჩადენიდან პირველ დღეებს, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ უფრო მეტი დეტალი გაეხსენებინათ მათ მიერ გაგონილი საუბრების თუ ნანახი ფაქტების შესახებ“, - განაცხადა აბესაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


