არქივი
პოლიტიკა
„მრეწველები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ
„მრეწველები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ.
შესაბამისი განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა. მისი თქმით, უმრავლესობამ გაითვალისწინა ძირითადი შენიშვები და მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებების ამოქმედება, კონსესუსის საფუძველზე 2020-ის ნაცვლად, 2024 წლამდე გადადო.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, მისასალმებელია საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა, რაც მეტ პოლიტიკურ პარტიას მისცემს პარლამენტში მოხვედრის შანსს. მან ასევე აღნიშნა მიწის კანონთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების მნიშვნელობა.
რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სესიაზე არ დასწრების საკითხს, ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია რეალურად ეწინააღმდეგებოდა ამ საკითხს, მაშინ მონაწილეობა უნდა მიეღო მასში და ეს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.
კონსტიტუციის გადასინჯვის წესის მიხედვით, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას 3 თვის შემდეგ მიუბრუნდება. პარლამენტი ახალ კონსტიტუციას საბოლოოდ, მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

