პოლიტიკა


„მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
„მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას გეგმავს.
შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა საკრებულოების დაკომპლექტებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პარტია „მრეწველების“ ლიდერის თქმით, ჯერჯერობით პარტიაში კანდიდატურებზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, კვალიფიცირებული სუბიექტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს არჩევნებს და მიიღოს მასში მონაწილეობა. თუ ხარ პოლიტიკური პარტია და გინდა, არსებობდე როგორც პოლიტიკური სუბიექტი, უნდა მონაწილეობდე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ. რა კონფიგურაციით ჩავერთვებით არჩევნებში, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00