სამართალი
მსჯავრდებულის ბიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მწირია და რაიმე არსებით სიახლეს არ შეიცავს - დიმიტრი ცქიტიშვილი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ-ს ბიძის, ვანო ნაკაიძის მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია მწირია და რაიმე არსებით სიახლეს არ შეიცავს.
„დაისვა ყველა ის კითხვა, რაც მასთან დაკავშირებით არსებობდა, მაგრამ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს. როგორც გვეუბნება, ის საქმის დეტალებს ნაკლბად ფლობს. შესაბამისად მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან მწირი იყო და რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ მოუტანია. ვანო ნაკაიძემ გვითხრა, რომ შს სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდა და ოჯახის მიმართ მისი რეკომენდაცია იყო, რომ მისი დის შვილი პოლიციას ჩაბარებოდა და საგამოძიებო უწყებასთან ეთანამშრომლა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა ვანო ნაკაიძის მოსმენის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, ნაკაიძეს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დღეს საგამოძიებო კომისიის წევრებმა დახურულ ფორმატში, “სკაიპით“ მოუსმინეს.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


