უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 იანვარი, 2017 18:10
font-size

მსგავსი სახის განცხადებები სულელურია, როგორც ისტორიული, ასევე სამართლის თვალსაზრისით -უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ლე პენს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატისა და “ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, რომ ყირიმი უკრაინას არასდროს არ ეკუთვნოდა.

უწყების განცხადებით, ამ დონის პოლიტიკოსი პატივს უნდა სცემდეს საერთაშორისო წესრიგს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას:

“მსგავსი სახის განცხადებები ( რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია - რედ.) არის სულელური, როგორც ისტორიული, ასევე სამართლის თვალსაზრისით“,- წერია სამინისტროს საიტზე.

უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც დანარჩენმა საერთაშორისო საზოგადოებამ მის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და გააკრიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია:

“ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერა და ანექსიის აღიარება არა მარტო ეწინააღმდეგება გაეროს რეგულაციასა და საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, არამედ უბიძგებს ოკუპანტ-სახელმწიფოს გააგრძელოს თავისი დანაშაულებრივი მოქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარინ ლე პენი რუსულ “იზვესტიას“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს.

ანა მებურიშვილი

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo