უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადავარდა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის უკან მდებარე მშენებარე კორპუსიდან 30 წლამდე მამაკაცი, მეოთხე სართულიდან გადავარდა.
მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობდა.
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აბსოლუტურად დაცულია ჩვენთან უსაფრთხოების წესები. მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ეს უბედური შემთხვევა იყო, დაუდევრობის გამო.
უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სრულ მხარდაჭერას უცხადებს გარდაცვლილი ბექას ოჯახს. ჩვენთან უსაფრთხოების წესები მკაცრად კონტროლდება. ინსტრუქტაჟიც უტარდებათ პერიოდულად, ყველა გაცნობილია ამ უსაფრთხოების წესებს. ძალიან ვწუხვართ, მაქსიმალურად რაც შეგვეძლება მის ოჯახს გვერდით დავუდგებით“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
როგორც მედიანიუსს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
მონიკა დავლიანიძე