მსოფლიო
მსოფლიო ჩემპიონატის გამო ტრამპს აეროპორტში მხოლოდ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დახვდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელგიაში ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, თუმცა აეროპორტში მას მაღალი დონის პირები არ დახვედრიან.
ბელგიური მედიის ინფორმაციით, დონალდ და მელანია ტრამპები ბრიუსელში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდნენ, სწორედ იმ დროს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთი-ბელგიის მატჩი მიმდინარეობდა.
ბელგიის მეფე და დედოფალი, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში მატჩზე იყვნენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი კი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ედენ აზარის მშობლური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში უყურებდა თამაშს.
ტრამპს აეროპორტში მხოლოდ ბელგიის საგარეო უწყების წარმომადგენელი შეხვდა.
ცნობისათვის, ბელგიისა და საფრანგეთის ეროვნული საფხებურთო ნაკრებების დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში საფრანგეთის მეტოქე ინგლისი-ხორვატიის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

