მსოფლიო
მსოფლიო ერთი დიდი ნაბიჯით ჩამოშორდა პოტენციურ ბირთვულ კატასტროფას! - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჯამა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ჩატარებული შეხვედრა და განაცხადა, რომ მსოფლიომ ერთი ნაბიჯით ჩამოშორდა ბირთვული კატასტროფის საფრთხეს.
მან კიმ ჩენ ინს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსოფლიო ერთი დიდი ნაბიჯით ჩამოშორდა პოტენციურ ბირთვულ კატასტროფას! აღარ უშვებენ რაკეტებს, აღარ ატარებენ ბირთვულ ცდებსა თუ კვლევას ! მძევლები უკან, სახლში ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. მადლობა თავმჯდომარე კიმს, ჩვენი ერთობლივი დღე იყო ისტორიული!“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა გუშინ სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე გაიმართა. მხარეებმა ისტორიულ სამიტზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში გაიმართა. სამიტის დაწყებამდე ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებაში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის „გადასარევი“ ურთიერთობები ჩამოყალიბდება. კიმ ჩენ ინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, რათა შეხვედრა შემდგარიყო.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
საბოლოო გადაწყვეტილება სამიტის ჩატარების შესახებ დონალდ ტრამპმა 1-ელ ივნისს მიიღო. მანამდე, 24 მაისს მან შეხვედრა გააუქმა, თუმცა ორი დღის შემდეგ კვლავ განაახლა მოლაპარაკებები ფხენიანთან.
დაძაბულობა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებამ, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ უნდა მიჰყვეს.
2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.
ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

