უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
13 ივნისი, 2018 14:45
მთაწმინდაზე კლდის ჩამოშლის გამო სასტუმროს მშენებელი კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა
თბილისში, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, იქ სადაც რამდენიმე კვირის წინ სასტუმროს მშენებლობის გამო მთის ფერდობი ჩამოიშალა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელი კომპანია 30 ათასი ლარით დააჯარიმა.
ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, სასტუმროს მშენებლობა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიმდინარეობდა.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობის პროცესში მოხდა ფერდის ჩამოშლა, ფერდის ზედა მხარეს კი არ არის მოწყობილი სამშენებლო ღობე.
შესაბამისად, სასტუმროს მშენებელი კომპანია "„ჯიდიჯი პალასი" დაჯარიმდა. მშენებლობა 31 მაისიდან შეჩერებულია.
მთაწმინდაზე კლდე სწორედ 31 მაისს ჩამოიშალა.