უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
მთაწმინდაზე წუხელ კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა
მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან წუხელ კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა.
შეგახსენებთ, რომ ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა.
გუშინ გვიან ღამით, კლდის კიდევ ერთხელ ჩამონგრევის გამო მშენებლობის მახლობლად მაცხოვრებლებმა საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.
თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.