უკან

სამართალი

24 მაისი, 2018 15:55
font-size

მთავარ პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურის და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირაკლი შოთაძემ და დავით ასათიანმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს: პრაქტიკის განზოგადების მიზნით, „ბენჩ-ბარის“ ფორმატის საერთო მრგვალი მაგიდებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას; ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების მიზნით საერთო ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ინფორმაციის გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენება თანაბრად რელევანტურია პროკურორებისა და ადვოკატებისთვის; ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ ქცევის ერთიანი სტანდარტის განზოგადებასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას; დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

როგორც მთავარ პრკურატურაში აცხადებენ, აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურასა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და განვითარებას, რაც მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 25 ნოემბერს დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

26 ნოემბერი, 2024 , 12:03

საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო