კომენტარი
მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ ოჯახების ტრაგედიით მანიპულირების შესაძლებლობა არავის მივცეთ -კახა კალაძე
სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტზე არ საუბრობენ, ეს არის მენტალური პრობლემა, რაც უნდა შევცვალოთ, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრისას,
კალაძის თქმით, ძალიან ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ საზოგადოების მენტალობა შეიცვალოს.
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა მუშაობენ. ასევე, საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას დაიწყებს. თუ გარდაცვლილების ოჯახებს რაიმე კითხვები აქვთ დარჩენილი, ყველა კითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა. შსს-ს განცხადება მოვისმინე, რომ დაბარებული ჰყავთ მოწმეები. როგორც ვიცით, 100 ადამიანიდან, გამოძიებასთან მხოლოდ ოთხმა მოწმემ ითანამშრომლა.
მგონია, რომ ეს ჩვენი მენტალური პრობლემაა. როდესაც ასეთ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და მკვლელობით დასრულდა, ასეთ დროს, სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტზე. ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო. ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდება, რომ მენტალური პრობლემები შევცვალოთ. ეს უნდა იყოს სირცხვილი, ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის და არა საამაყო ის, რომ ჩემმა შვილმა არ გათქვა და მომხდარზე არ ისაუბრა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე შეფასებით, გარკვეული ძალები ცდილობენ, გარდაცვლილების ოჯახების ტრაგედია საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.
„არ ვიცი, ზვიად კუპრავა ვინ არის და რას წარმოადგენს. რა წარსული აქვს, ძალიან კარგად ვიცი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ ოჯახების ტრაგედიით მანიპულირების შესაძლებლობა არავის მივცეთ. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვისმენთ გასაოცარ მოწოდებებს. ამ ქვეყანაში თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 2012 წლის შემდეგ ყველაფერი შევცვალეთ და დღეს ყველა თავისუფალია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. გარკვეული ძალები არსებობენ, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდნენ. მათ სურვილი აქვთ, რომ ოჯახების ტრაგედია თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებობს, თუმცა, როგორც კი ვინმეს მხრიდან რაიმე გადაცდომას იქნება, ხელისუფლება ადეკვატურად და კანონის ფარგლებში იმოქმედებს“, – განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


