უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 იანვარი, 2019 12:25
font-size

მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა, რაც ამ დღეებში არაერთგზის დაირღვა - ირაკლი კობახიძე

კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ, რომ „ორშაბათს ყველაფერს ნათელს მოჰფენს“.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სიმართლე ისაა, რომ ეკა ბესელიას შესახებ გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული და მის მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდებოდა.

„რაც შეეხება ნათელის მოფენას, ობიექტური სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული ჯერ კიდევ ზაფხულში ამ საკითხთან დაკავშირებით. არავითარ შემთხვევაში, ეს არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას, მით უმეტეს, მოსამართლეების არჩევას და შერჩევას, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის თაობაზე. სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბევრ დეპუტატს ჰქონდა სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პოზიცია, თუმცა მთავარია, გუნდურობის პრინციპის დაცვა.

„ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, მათ შორის ვადებთან და სიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. გუნდში ბევრი ასეთი დეპუტატი იყო, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების თუ რამე სხვა გადაწყვეტილების საკითხი, რადგან პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის თუ რაიმე სხვა მიდგომის გამოვლენის საფუძველი. შეიძლება, ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. სამწუხაროდ, ეს პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გუნდი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს და დააკვირდება პროცესების განვითარებას.

„შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი, რომელიც არის წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობაში დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია რომ დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის მთავარია, არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ასე აღარ გაგრძელდება.

„პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ორშაბათს ისაუბრებს და ყველაფერს ნათელს მოჰფენს.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია

6 თებერვალი, 2026 , 11:53

“ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს”, - ასე გამოეხმა

„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს - ნინო წილოსანი

4 თებერვალი, 2026 , 17:07

უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე „გამოაცხვეს“ - კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სი

ათი განცხადება მაინც მოვისმინე, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია - ირაკლი კობახიძე

4 თებერვალი, 2026 , 15:53

საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, მინდა, შეგ

სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება

4 თებერვალი, 2026 , 15:16

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორ

მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს - გიგა ფარულავა

4 თებერვალი, 2026 , 15:08

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორც ფარულავამ აღნიშნა, შესაძლო

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, ეს მიღწევადია - ირაკლი კობახიძე

4 თებერვალი, 2026 , 14:47

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი