პოლიტიკა
მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
პრემიერის თქმით, ის პარლამენტის წევრებს, თბილისის მერს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ხელი უნდა შეუწყონ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურული მდგომაროება შეფასდება.
,,ჩვენ დღეიდანვე უკვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება, სპორტული ინფრასტრუქტურა მაქვს მხედველობაში. როგორც ცალკე მდგომი სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა. უმოკლეს პერიოდში უნდა შევაფასოთ, თუ რა საჭიროება არსებობს ევროპული, თანამედროვე სტანდარტის მიხედვით კონკრეტულ რაოდენობა მოსახლოებაზე გათვლილი.
ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის, ამიტომ, სპეციალური პოლიტიკა იქნება შემუშავებული მართვის, სუბსიდირების. ეს იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე სოციალური კუთხით მიმართული პოლიტიკა და კონკრეტულ ნაბიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ დღეიდან, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე, ეს არ იქნება გრძელვადიანი, დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს პერიოდში მოხდება შეფასება, დაიდება გეგმა, თუ რა გვჭირდება და უკვე სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტირებაზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებით თვისობრივად სხვა დონეზე აისახება ეს სახელმწიფო ბიუჯეტში,“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო სამ წელში საქართველოში სპორტული აქტივობით დაკავებულ პირთა რიცხვი უნდა გაიზარდოს.
კვირიკაშვილის განცხადებით, ცნობილი ადამიანები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

