პოლიტიკა
მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვას აპირებს
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვას აპირებს.
როგორც ბახტაძემ ღია მმართველობის პატნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე აღნიშნა, ანტიკორუფციული სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, თუმცა ამავე დროს უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე.
„ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას გაეცნობით. ჩვენ გვაქვს ხელშესახები წარმატებები ამ მიმართულებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. გასულ კვირას პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვაპირებთ დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები. ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, თუმცა ამავე დროს უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამისთვის საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

