პოლიტიკა
მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, პროექტი გზების მოწესრიგების გარდა, ბევრ სამუშაო ადგილს გააჩენს.
„ჩვენი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სივრცითი განვითარების კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარკჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც ექვს თვეში დეტალურ პროექტებს დადებს. მინდა, ჩამოვთავლო გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის: აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; სადახლო-ახკეპი; არხილოსკალო-სამთაწყარო; წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; გუფთა-ონი; თბილისი-პანტეანი-მანგლისი. ამის გარდა არის მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს, მოაწესრიგებს გზებს",- აღნიშნა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

