პოლიტიკა
მთავრობასთან წარსადგენი სტრასბურგის მოსამართლეობის 4 კანდიდატის ვინაობა ცნობილია
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის მოსამართლეობის იმ კანდიდატების ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც მთავრობის წინაშე წარდგება. დაგეგმილი 3-ის მაგივრად მთავრობამ 4 კანდიდატიდან (ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, სოსო ბაჩიაშვილი და ოთარ სიჭინავა) უნდა აირჩიოს 2, რომლებიც ლადო ჭანტურიასთან ერთად ევროსაბჭოს უნდა წარუდგინოს.
თეა წულუკიანის განმარტებით, შემდგომ ეტაპზე 4 კანდიდატის გადაყვანა იმითაა განპირობებული, რომ ორმა კანიდატმა: სოსო ბაჩიაშვილმა და ოთარ სიჭინავამ თანაბარი ქულები მიიღეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
„კომისიის გადაწყვეტილებით, ეს კანდიდატები არიან ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია. ჩემდა გასაოცრად, მესამე და მეოთხე კანდიდატები არიან, რომელთაც ერთი და იგივე ქულები მიიღეს და მათ შორის არჩევანის გაკეთება შეუძლებელი გახდა. ესენი არიან სოსო ბაჩიაშვილი და ოთარ სიჭინავა. როგორც თავმჯდომარე ვფიქრობდი, რომ მთავრობისთვის სამი კანდიდატი წარმედგინა, მაგრამ ვინაიდან მესამე ადგილზე ორი კანდიდატი იდენტური ქულებით აღმოჩნდა, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამის ნაცვლად, ოთხი კანდიდატი წარვადგინოთ და მთავრობამ ის ორი შეარჩიოს, რომელთაც მომდევნო დღეების განმავლობაში ევროსაბჭოს წინაშე წარადგენს. ევროსაბჭოს წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში გამოცდილების მქონე კანდიდატი. ასეთი ლალი ფაფიაშვილი გახლავთ, რომელიც ამავე დროს, ქალი კანდიდატია. მჯერა, რომ ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ლადო ჭანტურიას და ალბათ, ექსპერტთა საბჭოს დადებით შეფასებას დაიმსახურებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, რომელმაც მოუწოდა სახალხო დამცველს, უარი ეთქვა მონაწილეობაზე. სხდომას არ დასწრებია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარე ანა ნაცვლიშვილი. გარდა ამისა „კოალიცია დამოუკიდებლი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაემიჯნენ დღევანდელ სხდომას.
ანა მებურიშვილი
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

