უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 11:55
font-size

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთ თვეში გახდება ცნობილი

მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა თადუმაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფუნქციური ანალიზი, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებები ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება.

ჟურნალისტების კითხვას, გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია თანამშრომლების ოპტიმიზაციას, შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ შეიძლება მიღებული იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციის ფუნქციის უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი განხორციელებისთვის.

რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისთვის 2018 წლისთვის არის გამოყოფილი.

„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადავიდა სხვა სამინისტროებში, რამაც შესაბამისად გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი და შესაბამისად შეიტყობთ, რომელი დეპარტამენტები გაერთიანდება ან განცალკევდება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე გამოცხადდება კონკურსი იმ თანამდებობების დასაკავებლად, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად ვაკანტურია.

საკვანძო სიტყვები:

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ