პოლიტიკა
მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობას - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაღრმავებაზე. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესს-სამსახური.
„მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას.
მივესალმები ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ინტეგრაციისკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენთვის უპირველესი პრობლემის, გადაწყვეტის გზა ურთიერთმიტევებაზე, თანაცხოვრების ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძვნებული ურთიერთობების აღდგენაზე, იდენტობის შენარჩუნება-განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მიღწევის გზების დასახვა-განხორციელებაზე გადის. საკანონმდებლო ინიციატივა ამ ისტორიული, სასიცოცხლოდ აუციელებელი ამოცანის გადაწყვეტის დაჩქარებას ემსახურება,“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

