პოლიტიკა
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი დეკემბრის ბოლოს ან იანვარში დაამტკიცებს
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი დეკემბრის ბოლოს, ან იანვარში დაამტკიცებს.
კობახიძის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაახლოებით ერთ კვირაში შევა და დაიწყება მისი განხილვა.
,,ამას დასჭირდება თავისი დრო. დაჩქარებული წესის შემთხვევაშიც დაგვჭირდება მინიმუმ ორი კვირა, რომ ჯერ კომიტეტზე გავიტანოთ და შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოვისმინოთ კანონის პროექტი. ამის შემდეგ იცით, რომ ვეტოს პროცედურა არის კონსტიტუციით დადგენილი და ამის შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ნდობა გამოვუცხადოთ მთავრობის შემადგენლობას. შესაძლებელია დეკემბრის ბოლომდე, შეიძლება იანვარში მოგვიწიოს ამ პროცედურების ჩატარება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები აუცილებელი იყო მთავრობის სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით.
”ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სტრუქტურულ ცვლილებებთან და სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე პერსონალურ ცვლილებებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა იყო ჩასატარებელი და მივესალმები ინიციატივას, რომლითაც გამოვიდა პრემიერ-მინისტრი”, - აღნიშნა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

