პოლიტიკა
მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„შედგა შეხვედრები ახალი ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე და მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი.
ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

