პოლიტიკა
მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული - გიორგი კვირიკაშვილი
ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წლიური მუშაობის შეჯამებისას მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის შეფასებით, 2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების" გამარჯვებით დასრულდა.
,,ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების წესში, კულტურაში. ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა ის, რომ საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში. ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ლოგიკურია რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვდექით ხალხის წინაშე. ჩვენი სლოგანი იყო - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", რაც რეალურად აჩვენებს ჩვენ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს. ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ.
შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი, ჩვენ დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანზე ზრუნვა. დღეს უკვე, 2016 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად. ჩვენ წარმოვადგინეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული ხედვა’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

