უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ნოემბერი, 2017 15:00
font-size

მთლიანობაში ეს ცვლილებები არის სწორი - გია ხუხაშვილი

მოტივაციას რომ თავი გავანებოთ, შინაარსობრივად ეს ცვლილებები ჩემი აზრით საინტერესოა, იმიტომ, რომ თვითონ სისტემა იყო ეფექტიანობის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მთავრობაში განხორცილებეულ სტრუქტურულ ცვლილებებს.

როგორც ექსპერტმა „იბერია ტვ“-ს გადაცემაში ,,ახალი აბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, მთლიანობაში ეს ცვლილებები არის სწორი.

თუმცა ხუხაშვილი სკეპტიკურად უყურებს გარემოს დაცვის სამინისტროს სხვა უწყებებში ინტეგრაციის საკითხს.

,,საკმაოდ ხელოვნური წარმონაქმნები იყო ძალიან ბევრი ამ მთავრობაში, რაც ამძიმებდა ამ მდგომარეობას. ამ ბიუროკრატიულ ურთიერთკავშირებს ძალიან მოუქნელს ხდიდა და ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლდათ იმის, რომ ფაქტობრივად ჩვენ სახელმწიფოებრივი განვითარების დინამიკა ვერ ავკრიფეთ.

შესაბამისად, ის, რომ დავუშვათ ევროინტეგრაციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა, ეს აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური ნაბიჯია. იგივე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ეს რა უბედურება იყო - პოსტაბჭოური სინდრომის ერთ-ერთი გამოტყორცნა. საკმაოდ, ლოგიკურად და სწორად გადანაწილდა ეს ფუნქციები ჩემი აზრით ორ სამინისტროზე.

ასე რომ საბოლოო ჯამში, ეს არის ჩემი აზრით, ხელისუფლების პირველი მცდელობა, რომ მმართველობითი სისტემის რაღაც რეფორმირება ჩაატაროს მისი ეფექტიანობის ასამაღლებლად.

თვითონ მთლიანობაში ეს ცვლილებები არის სწორი. ერთადერთი კითხვა მაქვს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ზუსტ რეგლამენტაციაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღევანდელ გლობალურ სამყაროში გარემოს დაცვითი პრობლემატიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ ვითარებაში ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა ჩემში გარკვეულ კითხვებს ბადებს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გარემოს დაცვითი ინტერესები და ეკონომიკის სამინისტროს ინტერესები წინააღმდეგობრივია ერთმანეთში. გამომდინარე იქიდან, რომ გარემოს დაცვითი ფუნქციები სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა და ეს ყველაფერი ურთიერთქმედებაში როგორ მოდის ერთმანეთთან, ეს უნდა ვნახოთ უფრო დეტალურად. გარემოს დაცვის სამინისტრო ან რაღაც დეპარტამენტის სახით ან დამოუკიდებელი ინსტიტუტის სახით თუ დარჩებოდა, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ