არქივი
პოლიტიკა
მცოცავი ოკუპაციის მიზანი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე საუბრის დაწყებაა - ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაციის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დაიწყოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობასთან, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.
„საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვასა და ზოგადად იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
აბაშიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით შეაჩეროს ოკუპაციის პროცესი.
„ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ამაზე მოლაპარაკებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმოამდგენელმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

