მსოფლიო
„მუხლებზე დაჩოქილი“ კიმ ჩენ ინი ემუდარებოდა ტრამპს, არ გაეუქმებინა შეხვედრა - დონალდ ტრამპის ადვოკატი
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მკაცრმა მიდგომამ აიძულა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, დაბრუნებოდა ორმხრივი სამიტის გამართვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.
თელ ავივში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე ჯულიანიმ განაცხადა, რომ „მუხლებზე დაჩოქილი“ კიმ ჩენ ინი ემუდარებოდა ამერიკელ კოლეგას, რომ ტრამპს შეხვედრა არ გაეუქმებინა.
მოგვიანებით Associated Press-თან ინტერვიუში ტრამპის ადვოკატმა გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მსგავს განცხადებებს მოჰყვეს სიტუაციის გაფუჭება სამშაბათისთვის დაგეგმილი შეხვედრის წინ. ჯულიანის განმარტებით, ფხენიანი უნდა ხვდებოდეს, რომ აშშ ძალის პოზიციიდან ელაპარაკება.
მან დაამატა, რომ ტრამპს შეხვედრის გაუქმების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა, როცა ჩრდილოეთკორეელმა დიპლომატებმა შეურაცხყოფა მიაყენეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს, ასევე „ბირთვული განადგურებით“ დაემუქრნენ.
ნიუ-იორკის ექს-მერის თქმით, კიმ ჩენ ინმა სწრაფად შეცვალა თავისი შეხედულება და გამოხატა მზადყოფნა, ისაუბროს ბირთვულ განიარაღებასა და შეხვდეს ტრამპს.
„აი, ამას ვგულისხმობდა, როცა ვამბობდი, რომ ემუდარებოდა“, -განმარტა ჯულიანიმ.
ჯულიანიმ დასძინა, რომ მან გამოხატა თავისი აზრი და ეს არ წარმოადგენდა აშშ-ს ოფიციალურ საგარეო პოზიციას.
შეხვედრა ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება.
ცნობისთვის, 24 მაისს დონალდ ტრამპმა გაანცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა, ხოლო 2 დღეში ტვიტერზე დაწერა, რომ სამიტის შესაძლო ჩატარებაზე ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
დაძაბულობა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებამ, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ უნდა მიჰყვეს.
2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.
ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

