სამართალი
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა
დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.
სამინისტროს სტატუსის მინიჭების თაობაზე ბრალდებულის ოჯახმა და ადვოკატმა მიმართეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მიაწოდა.
მისივე თქმით, სამინისტროს შემდეგ, ისინი საქალაქო სასამართლოსთვის აპირებენ მიმართავს და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელება თურქეთის მოთხოვნით დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

