მსოფლიო
ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია - ილონ მასკი
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სახელი არასარულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები არ საჯაროვდება. ამის შესახებ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაწერა.
„ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!“, – წერს ილონ მასკი.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში. ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

